2006 წლიდან იმართება თუმანიშვილის ფონდის ყოველწლიური კონკურსები. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თეატრების სცენებზე უკვე დადგმულია 12 თანამედროვე ავტორის 15 საკონკურსო პიესა. ფონდთან 150-ზე მეტი ავტორი თანამშრომლობს. „ახალი ქართული პიესა 2013“ საერთაშორისო კონკურსი იყო.
თუმანიშვილის ფონდის კონკურსს შეუერთდა დოქტორ კრისტიან პაპკეს კონკურსი „საუბარი საზღვრების შესახებ“, რომელიც 2005 წელს ავსტრიაში დაარსდა და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და პენ კლუბის მხარდაჭერით იმართება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ავსტრიულ კონკურსს ერთი პრემია 3500 ევრო აქვს დაწესებული (გამარჯვებულ ავტორს სთავაზობს აგრეთვე პიესის თარგმნას, გამოცემას და დადგმას გერმანიის ნაციონალური თეატრის სცენაზე)
თუმანიშვილის ფონდის მეორე პრემია (3500 ლარი) და მესამე პრემია (2500 ლარი) დააწესა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
კონკურსი გამოცხადდა 2013 წლის 26 ივნისს. დასრულდა დეკემბერში. შემოვიდა 27 პიესა.
საერთაშორისო ჟიურის წევრები:
1. კლაუს კუსენბერგი _ ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრი
2. პეტერ შპულერი _ ბადენის სახელმწიფო თეატრი კალსრუეში
3. დოროთი სალმა _ გერჰარდ ჰაუპტმანის თეატრი გორლიც ციტაუში
4. რობერტ სტურუა _ რეჟისორი
5. გოგი ყაჯრიშვილი _ თეატრმცოდნე
გამარჯვებულები გამოცხადდა 3 თებერვალს, 2014 წელს
(ავსტრიული პრემია და ქართული მეორე პრემია ერთად გაიყო ორ ავტორზე, რადგან თანაბარი ქულები მიიღეს და ორი პირველი პრემია გაიცა
1. ბასა ჯანიკაშვილი _ „გაბრაზებული ჩიტი“ (პირველი პრემია)
2. დათა თავაძე _ „დედაომი“ (პირველი პრემია)
3. ლაშა ბუღაძე _ „26 მაისი“ (მესამე პრემია)
სამივე ავტორს გადაეცა თუმანიშვილის ფონდის პრიზი `ვაშლი~
კრებულში „ქართული პიესა 2013“ სამ გამარჯვებულთან ერთად იბეჭდება ჟიურის მიერ შერჩეული კიდევ 5 საუკეთესო პიესა.
ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)
ISBN 978-9941-9375-4-5 (ტომი II)