Internal Mobility
Faculty of Drama
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი) – 183 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი
- მსახიობი (პანტომიმის თეატრის მსახიობი) – 183 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრი
- თეატრის რეჟისურა – 180 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – თეატრის რეჟისურის ბაკალავრი
- ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) – 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობაში
- ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი – 180 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ქორეოგრაფიის ბაკალავრი
დრამის ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge განთავსებულ ბმულზე
მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 10 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 25 აგვისტოს 12:00 საათზე!
- მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 60 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების განრიგი:
- დრამისა და კინოს მსახიობი – I ტური – 27-28 აგვისტო, 10:00 საათიდან
გამოცდა – 1-2 სექტემბერი, 10:00 საათიდან
- პანტომიმის თეატრის მსახიობი – 2 სექტემბერი, 10:00 საათიდან
- თეატრის რეჟისურა – 31 აგვისტო, 10:00 საათიდან
- ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი – 31 აგვისტო, 10:00 საათიდან
- ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) – 26 აგვისტო, 12:00 სთ
Address: ქ. თბილისი, დავით აღამაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის შემოქმედებით კონკურსს, 2026 წლის 7-9 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი კონკურსის/ტურების მოთხოვნები
- მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის) სპეციალობაზე
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად:
I ტური and the გამოცდა.
I ტური – პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის ის ფიზიკური კონდიციები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის ასათვისებლად: მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა.
შესარჩევი ტურისათვის მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი; რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, მან უნდა მოამზადოს იგავ-არაკი; ასევე, ტურის მიმდინარეობის დროს, მობილობის მსურველ სტუდენტს მიეცემა დავალება – ეს შეიძლება იყოს მისი ბიოგრაფია, მონათხრობი, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.
გამოცდა – მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა შეასრულოს:
- სიმღერა;
- საცეკვაო ნომერი.
(მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს I ტურზე წარმოდგენილი პროგრამა).
უნდა წაიკითხოს:
- პროზაული ნაწარმოები ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა პროზაული ნაწარმოებებიდან;
- ლექსი ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა პოეტური ნაწარმოებებიდან
საგამოცდო ბილეთის ნიმუშის გამოქვეყნების თარიღი: 10 აგვისტო
იხილეთ აქ
პროზაული ნაწარმოების ან ნაწყვეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 5-7 წუთი, პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან – მინიმუმ 48 სიტყვა.
- საგამოცდო ტექსტი:
საგამოცდო ტექსტის ნიმუშის გამოქვეყნების თარიღი: 10 აგვისტო
იხილეთ აქ
- იგივე მასალა მან უნდა შეასრულოს საგამოცდო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით.
- სტუდენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და სამსახიობო მონაცემები.
- გასაუბრების სახით შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
- მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
მსახიობის (პანტომიმის თეატრის მსახიობის) სპეციალობაზე
პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობაზე შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად:
მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ის ფიზიკური კონდიციები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის ასათვისებლად: მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა;
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ მომზადებული პლასტიკური ეტიუდი მუსიკალური ფონოგრამით.
ასევე, უნდა შეასრულოს რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის ეტიუდი საგამოცდო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემებზე, რითაც მოწმდება მისი ემოციურობა, შემოქმედებითი წარმოსახვის უნარი.
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
- მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
თეატრის რეჟისურის სპეციალობაზე
თეატრის რეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად, ერთ დღეს:
I ეტაპი – წერითი გამოცდა და II ეტაპი – გასაუბრება.
არსებობის შემთხვევაში, სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი (სცენარი, მოთხრობა, ჩანახატი, ფოტოები, ნარკვევი, მხატვრული კოლაჟი და სხვა), რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს.
I ეტაპი – სტუდენტმა გამოცდისათვის გამოყოფილ 4 საათში უნდა შეძლოს პიესის ანალიზის დაწერა (კომისიის მიერ შემოთავაზებული პიესებიდან სტუდენტის მიერ არჩეული პიესის ანალიზი).
სტუდენტს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, ანალიზის და შეთხზვის უნარი; მას უნდა შეეძლოს მოვლენის გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.
II ეტაპი – გასაუბრება ქართული და მსოფლიო ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ისტორიის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კლასიკურ და თანამედროვე დრამატურგიას. გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
სარეკომენდაციო პიესები:
- გიორგი ერისთავი – „გაყრა“
- დავით კლდიაშვილი – ,,ირინეს ბედნიერება“, ,,დარისპანის გასაჭირი“
- შალვა დადიანი – ,,გუშინდელნი“
- პოლიკარპე კაკაბაძე – ,,ყვარყვარე თუთაბერი“
- სოფოკლე – ,,ოიდიპოს მეფე“
- ევრიპიდე – ,,მედეა“
- უილიამ შექსპირი – ,,ჰამლეტი“, ,,რომეო და ჯულიეტა“, ,ჭირვეულის მორჯულება“
- მოლიერი – ,,ტარტიუფი“, ,,დონ ჟუანი“
- კარლო გოლდონი – ,,სასტუმროს დიასახლისი“
- ფრიდრიხ შილერი – ,,ყაჩაღები“
- ჰენრიკ იბსენი – ,,ნორა, ანუ თოჯინების სახლი“
- ანტონ ჩეხოვი – ,,სამი და“, ,,ალუბლის ბაღი“
- ფედერიკო გარსია ლორკა – ,,სისხლიანი ქორწილი“
- ბერტოლდ ბრეხტი – ,,სამგროშიანი ოპერა“
- ჟან ანუი – ,,ანტიგონე“
- ეჟენ იონესკო – ,,მარტორქა“
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
- მობილობის შემოქმედებითი ტური
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის
სპეციალობაზე
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
- მოწმდება ის ფიზიკური კონდიციები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის ასათვისებლად: მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა.
- ქართული ცეკვის ინდივიდუალური შესრულება (უნდა შესრულდეს ქართული ცეკვის (სხვადასხვა კუთხის) წინასწარ მომზადებული რამდენიმე ფრაგმენტი).
- ქორეოგრაფიული ეტიუდი (იმპროვიზაცია) – კომისიის მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე, კონკურსანტმა უნდა შეასრულოს იმპროვიზაცია, სადაც შემოწმდება სადადგმო უნარები: მუსიკალური და ქორეოგრაფიული მასალის (დრამატურგიის) თანხვედრა.
- ქორეოგრფიული ნაწარმოების კომპოზიცია – ქორეოგრაფიული კონცეფციის წერილობით წარდგენა და ანალიზი. (წერილობითი და ზეპირი ფორმით).
- ნებისმიერ თავისუფალ თემაზე ან შემოთავაზებულ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალიდან (სურვილის მიხედვით) კონკურსანტი წარმოადგენს ქორეოგრაფიული ნაწარმოების პროგრამასა და ლიბრეტოს, წარმოაჩენს ნაწარმოების მოკლე შინაარსს და მაყურებლისთვის საჭირო, აუცილებელ მასალას (მაქსიმუმ ნაბეჭდი 2 გვერდი). მან უნდა შეძლოს ნაწარმოებში არსებული მოვლენის გაანალიზება და ქორეოგრაფიული გადაწყვეტის მისეული ხედვის წარმოჩენა. უნდა უპასუხოს წარმოდგენილი ნაშრომის ირგვლივ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
- გასაუბრება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება კონკურსანტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით.
კონკურსანტის მიერ ასარჩევი ლიტერატურული ნაწარმოების ქართველ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალი:
- სულხან-საბა ორბელიანი;
- გალაკტიონ ტაბიძე;
- ნიკოლოზ ბარათაშვილი;
- გრიგოლ ორბელიანი;
- ილია ჭავჭავაძე;
- ვაჟა-ფშაველა;
- ალექსანდრე ყაზბეგი;
- აკაკი წერეთელი;
- გიორგი ლეონიძე;
- გურამ რჩეულიშვილი;
- გურამ დოჩანაშვილი.
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
- მობილობის შემოქმედებითი ტური
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი)
სპეციალობაზე
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
მოწმდება სტუდენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.
შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია სტუდენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).
სტუდენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით:
- ქრისტე აღდგა (სვანური)
- ასე ჩონგური (მეგრული)
- გოგოვ შავთვალა (ქართლური)
- ვარდსა ჰკითხეს (გურული)
- ლაჟღვაში (სვანური)
- ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული)
- მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა)
- მეგრული ალილო
- კახური ნანა
- ოკრიბული/იმერული მგზავრული
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!
Faculty of Film and Television
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- Directing Feature and Documentary Films. BA – 180 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აუდიოვიზუალური რეჟისურის ბაკალავრი
- კინო-ტელე ოპერატორი – 180 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საოპერატორო ხელოვნების ბაკალავრი
კინო-ტელე ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge განთავსებულ ბმულზე
მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 10 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 25 აგვისტოს 18:00 საათზე!
- მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 60 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების განრიგი:
- მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა – 27 აგვისტო, 10:00სთ
- კინო-ტელე ოპერატორი – 1 სექტემბერი, 10:00 სთ
Address: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის შემოქმედებით კონკურსს, 2026 წლის 7-9 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი კონკურსის/ტურების მოთხოვნები
- მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის
სპეციალობაზე
მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად, ერთ დღეს:
I ეტაპი – წერითი გამოცდა და II ეტაპი – გასაუბრება.
გამოცდამდე სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს პორტფოლიო, რომელიც წარმოაჩენს სტუდენტის მხატვრულ აზროვნებას და შემოქმედებით უნარებს. პორტფოლიოში შეიძლება გაერთიანდეს სხვადასხვა ნამუშევრები: მოთხრობა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი, ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა და სხვა აქტივობები.
I ეტაპი – წერით გამოცდაზე კომისიის მიერ შეთავაზებული სამი თემიდან სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო ერთ თემას და ქმნის ამბავს, ისტორიას, რომელშიც წარმოჩინდება მისი უნარი გაანალიზოს რეალური გარემო, გამოყოს მნიშვნელოვანი პრობლემები, გმირთა ტიპები, შექმნას წარმოსახვითი გარემო, მხატვრული სახე.
სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.
II ეტაპი – წარმოაჩენს სტუდენტის ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოს ისტორიაში. აგრეთვე მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა) გასაუბრება და პრაქტიკული დავალება გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
- მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობაზე
კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად, ერთ დღეს:
I ეტაპი – პრაქტიკული დავალების ტური და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.
სასურველია, მობილობის მსურველმა სტუდენტმა გამოცდამდე წარმოადგინოს მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი 10 ფოტოსურათი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი).
I ეტაპი – პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით).
რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან (10 ფოტო); 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე, კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე Jpg ფორმატში ჩაწერილი.
II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – მობილობით გადმომსვლელ სტუდენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია – დაცვა. სტუდენტმა უნდა იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). სტუდენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა სტუდენტების თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!
Faculty of Art Sciences, Media and Management
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- Theatre Studies – 183 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თეატროლოგიაში
- Film Studies – 183 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი კინომცოდნეობაში
- Art history and theory (ხელოვნების ისტორია და თეორია) – 243 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში
- მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა) – 180 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი
- Cultural Tourism – 183 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე შიდა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი.
2026 წლის 7-9 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
Address: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
გისურვებთ წარმატებას!