Publications

თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები (1940-1960)

Irma Dolidze, „თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები  (1940-1960)“

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ხელოვნებათმცოდნე ირმა დოლიძის  მონოგრაფია „თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები (1940-1960)“  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღს  ეძღვნება.

ირმა დოლიძემ შეისწავლა თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებისთვის შექმნილი ესკიზების კოლექცია, რომელიც 1940-1960-იან წლებში თეატრალურ ინსტიტუტში მოღვაწე მხატვრების: ლექსანდრა თევზაძის, დიმიტრი თავაძის, ორის ლოკტინის, ირინა შტენბერგის, არნაოზ  ლაპიაშვილის, ივი ცერაძის და სხვათა მიერ ინსტიტუტში გაფორმებული სპექტაკლების სცენოგრაფიას ასახავს. მხატვრებისა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრალური ინსტიტუტის და, ზოგადად, ქართული თეატრალურ-დეკორატიული მხატვრობის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მათ შემოქმედებაზე გამოცემულ წიგნებსა თუ სტატიებში თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებს ან საერთოდ არ ვხვდებით ან მხოლოდ  მწირი ინფორმაციის სახით.  

 ირმა დოლიძის მონოგრაფიაში „თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები (1940-1960)“  პირველად, სრული სახითაა წარმოდგენილი  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ეთერ გუგუშვილის სახელობის სასწავლო-სამეცნიერო არქივში დაცული ესკიზების   კოლექცია, რომელიც 300-მდე ნიმუშას აერთიანებს და აქამდე უცნობი იყო სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის. 

თეატრალური ინსტიტუტის საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებისთვის შექმნილი ესკიზები მრავალმხრივ საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირებული მასალაა როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ისტორიისთვის, ისე თავად ამ მხატვართა შემოქმედების სრულფასოვნად  გააზრება-წარმოჩენისათვის.   

წიგნი გამოიცა 2025 წელს  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.

Back to list