საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
დრამის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება
(საბჭოს სხდომა №8; 20.05.2025 წელი)
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და სსიპ-საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 27-ე მუხლის საფუძველზე
2025 წლის 21 მაისიდან დრამის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს
- დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ეკავოს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ან უნდა წარმოადგინოს სათანადო კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე – იხ. Appendix I
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია (CV);
გ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
დ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2025 წლის 23 ივნისიდან და დასრულდეს 2025 წლის 3 ივლისს.
- კენჭისყრის თარიღი დადგინდეს დრამის ფაკულტეტის საბჭოს მიერ.
- მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტის კადრებისა და კანცელარიის სამსახურში.