TISFF Pitching Forum 2026 აცხადებს პროექტების მიღებას
20-24 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გაიმართება „ფიჩინგ ფორუმი“!
ინდუსტრიული პლატფორმა ახალბედა კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მონაწილეობა ვორქშოფში, რომელიც მათი პირველი ფილმის პროექტის განვითარებაში შეუწყობს ხელს, წარადგინონ პროექტი ჟიურის წინაშე და მიიღონ ფულადი პრიზები მისი განვითარებისთვის.
ფორუმი ჟანრობრივად აერთიანებს მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს.
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც კურსდამთავრებულებს, ასევე დიპლომანტებს.
განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი მასალების წარმოდგენა:
- პროექტის სათაური;
- სცენარის ავტორი (არსებობის შემთხვევაში);
- რეჟისორი;
- პროდიუსერი;
- უნივერსიტეტის სახელწოდება;
- პროექტის სტატუსი;
- მომავალი ფილმის ხანგრძლივობა;
- ლოგლაინი (მაქს. 350 სიმბოლო);
- სინოფსისი (მაქს. 1000-1200 სიმბოლო);
- სცენარი ან თრიტმენტი;
- რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
- ვიზუალური მასალა (პერსონაჟები, გარემო, კადრირება, ესკიზები);
- ვიზუალური პრეზენტაცია / მუდბორდი (ვიდეო, აუდიო მასალა ან თიზერი, არსებობის შემთხვევაში);
- რეჟისორის CV (რეზიუმე);
- წინა ნამუშევარი (ვიმეოს ან იუთუბის ბმული / პაროლი).
განცხადების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 25 სექტემბერი.
კონკურსში გასული პროექტების სია გამოქვეყნდება 1 ოქტომბერს.
საკონტაქტო პირი:
Tatia Akhalshenashvili
ფესტივალის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!