კრებულში გაერთიანებულია 2021 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ხელოვნების მკვლევართა XIV საერთაშორისო კონფერენციის თემატური სექციების მასალები.
ჟურნალი მომზადდა სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, მისი მთავრი რედაქტორი და გამომცემელია პროფესორი ნატო გენგიური.
სარედაქციო საბჭო შედგება ქართველი და უცხოელი პროფესორებისგან:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: გიორგი ცქიტიშვილი, მაკა ვასაძე, ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური.
კონსერვატორია – თამარ ჩხეიძე.
ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი – ნადიეჟდა მარინჩევსკა.
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი – ქრისტიან ფრაიგანგი.
ISSN 2667-9914