Publications

მიხეილ თუმანიშვილი – თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ

მოსაზრებები, სავარჯიშოები, წიგნი V (2022)

„თეატრალური სახელოსნოს ძირითად ბირთვს ახალგაზრდობა წარმოადგენს. გახდეს უდიდესი მსახიობი და შექმნას უდიდესი სცენური სახეები და ხასიათები – აი, მათი ოცნება და მიზანი. მე კი უნდა ვასწავლო და ვიმუშაო, რათა მათ ამ ოცნების რეალიზაციაში დავეხმარო.“ – წერს მიხეილ თუმანიშვილი, ახალგაზრდებთან მუშაობის თაობაზე.

წინამდებარე წიგნით გრძელდება მიხეილ თუმანიშვილის ჩანაწერების ციკლის გამოცემა, რომელსაც საფუძველი ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“ ჯერ კიდევ 2006 წელს ჩაეყარა.

წიგნის შემდგენელი – ელენე (ლიკა) თუმანიშვილი, რედაქტორი – მარინე (მაკა) ვასაძე. იდეის ავტორი გოგა (გიორგი) მარგველაშვილი.

ISBN 978-9941-9161-0-6 (ტომეული) ISBN 978-9941-9767-8-0 (წიგნი V)

Back to list