სიახლე

ბრძანება N 66/2 კინო – ტელე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

ბრძანება N 66/2

2025 წლის 01 მაისი ქ. თბილისი

კინო – ტელე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუქნტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. 2025 წლის 5 მაისიდან გამოცხადდეს სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები.

2. კინო-ტელე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2025 წლის 20 მაისს და დასრულდეს 2025 წლის 30 მაისს.

3. კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდეს კინო-ტელე ფაკულტეტზე.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვებს:

ა. ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, ეკავოს  პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

ბ.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰქონდეს არანაკლებ 6   წლის მუშაობის  გამოცდილება;

გ. გააჩნდეს თანამედროვე საგანმანათლებლო კანონმდებლობის, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ცოდნა, ერკვეოდეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს სტრუქტურაში და მოთხოვნებში;

დ. გააჩნდეს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;

5.   კანდიდატმა აუცილებელია წარმოადგინოს:

ა. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია;

ბ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინება;

დ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–პედაგოგიური    დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე. ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული სხვა  სახის საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია  (არსებობის შემთხვევაში);

6. დადგენილების შესრულება დაევალოს კინო-ტელე ფაკულტეტის საბჭოს.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

                                                       საფუძველი: 29.04.2025 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 5  დადგენილება

გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი

Back to list