დამხმარე სახელმძღვანელო სატელევიზიო რეკლამას განიხილავს როგორც შემოქმედებით პროდუქტს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეკლამაში სიტყვის, ფერის და მუსიკის გამოყენების ტენდენციებზე და ამ სამი კომპონენტით სარეკლამო პროდუქტის და ბრენდის მიმზიდველი სატელევიზიო რგოლების დამზადებასა მომხმარებლამდე მიტანის ეფექტურობაზე. სტუდენტები შეისწავლიან რეკლამის დამზადების სპეციფიკას იდეის დაბადებიდან მზა პროდუქციის მიღებამდე.
რედაქტორი: გიორგი ჩართოლანი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი
ლიტერატურული რედაქტორი: თამარ ვაშაკიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ISBN 978-9941-9716-5-5