გამოცემები

ARTკვლევები (2020)

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებული – ART კვლევები – პირველად 2019 წელს გამოიცა.

ARTკვლევების II კრებულში გაფართოებულია სამეცნიერო ძიებათა სპექტრი. თეატრმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, მუსიკოლოგიის აქტუალურ თემებთან ერთად, წარმოდგენილია ნაშრომები ქორეოლოგიასა და სახელოვნებო განათლების შესახებ.

ტრადიციულ რუბრიკაში „მუზეუმის კოლექციიდან“ მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომლებიც დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში შემავალ თეატრისა და კინოს მუზეუმშია დაცული. რუბრიკა „მუზეუმის კოლექციიდან“ საგანგებოდ ეძღვნება ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლის იუბილეს.

ARTკვლევების პირველი გამოცემის მსგავსად, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების ეს კრებულიც ქართული კულტურის ისტორიისა და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების ამსახველ კვლევებთან ერთად, სასწავლო რესურსად მოაზრებულ ნაშრომებსაც აერთიანებს.

კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: ირმა დოლიძემ

ლიტერატურული რედაქტორი: ქეთევან ელაშვილი

თარგმანი: მანანა პაიჭაძე

დირექტორი – გიორგი ცქიტიშვილი

ავტორთა ჯგუფი: ირმა დოლიძე, ლია კალანდარიშვილი, თამარ ქუთათელაძე, ხათუნა დამჩიძე,

ეკატერინე თაბუკაშვილი, მანანა პაიჭაძე, ქეთევან ელაშვილი, რუსუდან კვარაცხელია

ISBN 978-9941-9630-9-4 (ტომეული)

ISBN 978-9941-9716-7-9 (წიგნი II)

Back to list