თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
აცხადებს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის
განვითარების კონკურსს!
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 22-დან 30 წლის ჩათვლით.
განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ფორუმის სამუშაო ენა – ქართული.
განცხადების მიღების ბოლო თარიღია 15 სექტემბერი, 2023 წელი.
კონკურსში გასული პროექტების სია გამოქვეყნდება 30 სექტემბერს.
მოთხოვნილი საკონკურსო მასალა:
- პროექტის სათაური;
- სცენარის ავტორი;
- რეჟისორი;
- პროდიუსერი / კონტაქტი;
- პროექტის სტატუსი;
- მომავალი ფილმის ხანგრძლივობა;
- ლოგლაინი (მაქს. 350 სიმბოლო);
- სინოფსისი (1000 სიმბოლო);
- რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
- პროექტის აღწერა (რაც მოიცავს ამბის სტრუქტურას, პერსონაჟების აღწერას, სარეჟისორო ხედვას (მაქს.1500 სიტყვა));
- რა ეტაპზეა პროექტი და თაიმლაინი;
- ვიზუალური მასალა;
- ვიზუალური პრეზენტაცია – მუდბორდი, სთილები (არსებობის შემთხვევაში);
- რეჟისორის წინა ნამუშევარი (ვიმეოს ან იუთუბის ბმული / პაროლი);
- განმცხადებლის რეზიუმე.
საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tisff.pitchingforum@tafu.edu.ge
ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (საპრიზო ფონდი: I ადგილი – 5000 ლარი, II ადგილი – 3000 ლარი, III ადგილი – 2000 ლარი). ფულადი ჯილდოს გარდა, უნივერსიტეტი გამარჯვებულ პროექტებს ნაწილობრივ უზრუნველყოფს გადაღებებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტთა ავტორები ვალდებულები იქნებიან მომავალი ფილმის პროექტისთვის, 2024 წლის 1 ნოემბრამდე შექმნან:
- თიზერი
- გამართული დოსიე ქართულად და ინგლისურად
- პროექტის განვითარების ბიუჯეტი
- პროექტის განვითარების და დაფინანსების მოპოვების სამოქმედო გეგმა
- ფიჩინგ-ტრეილერი
პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი
ფიჩინგისთვის: ტუტორი – ქეთი მაჭავარიანი
ჟიური: ვანო არსენიშვილი, ინეკე სმითს