Publications

თანამედროვე გერმანულეენოვანი დრამატურგიის ანთოლოგია (პეტერ ჰანდკე, ვოლფრამ ლოცი, ვერა შინდლერი) (2022)

კრებული მიზნად ისახავს ქართველ მკითხველსა და თეატრალურ საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც, თუნდაც ფრაგმენტულად, გააცნოს ამ განსაკუთრებული დრამატურგიული ტრადიციის ყველაზე ახალი, თანამედროვე ტენდენციები. ამრიგად, თქვენს წინაშეა გერმანულენოვან დრამატურგთა სამი თაობის წარმომადგენელთა თითო ნაწარმოები. ყოველი მათგანი უკანასკნელ დეკადაში შეიქმნა და თავისებურად, ძალიან ორიგინალურად განაგრძობს ან კიდეც უპირისპირდება ის საუკუნოვან ტრადიციას, გერმანულენოვანი (პოსტ) დრამის სახელს რომ უწოდებენ.

მთარგმნელები: გიორგი ჯამბურია, მაია ლიპარტელიანი

რედაქტორი: ანა კვინიკაძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე

გამომცემელი – გამომცემლობა “კენტავრი”

ხელმძღვანელი – მარინე (მაკა) ვასაძე

ISBN 978-9941-9800-2-2

Back to list