Publications

რუსუდან კვარაცხელია – „პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე“ (2022)

მონოგრაფიული ნაშრომი ეხება ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას კინემატოგრაფში, როგორიცაა „პოეტური კინო“. წარმოდგენილია კინოენაში ამ უმნიშვნელოვანესი სეგმენტის თეორიული ასპექტი, მოვლენის არსი, ანალიზი და შეფასება. განმარტებულია თავად მცნება, მოვლენის წინაპირობა, ფორმირება და განვითარების მთავარი ეტაპები; წიგნში საუბარია პოეტური კინოს სტრუქტურულ თავისებურებებსა და მის მნიშვნელობაზე ზოგადად კინემატოგრაფში.

წიგნი დაეხმარება კინოს სპეციალისტებს კინოესთეტიკისა და თეორიის სტრუქტურული საფუძვლების არსობრივ გაცნობიერებაში.

ISBN 978-9941-9800-6-0

Back to list