Publications

თეა კახიანი – სათეატრო ძიებები დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში (2024)

წიგნი ეხება თბილისის რამდენიმე თეატრში დადგმულ სპექტაკლებს. იმის მიუხედავად, რომ ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილ რეგიონულ თეატრებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ, ყველაზე ცოცხალი თეატრალური ცხოვრება, ქვეყნისათვის სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში, სწორედ თბილისში მიმდინარეობდა, და არჩეული არეალი საკმარისია თანამედროვე რეჟისურის ზოგადი სურათისა და ტენდენციების გამოსაკვეთად. თანაც, 1990 წლიდან თანდათან იშლება მანამდე არსებული საკომუნიკაციო სისტემა ცენტრსა და რეგიონულ თეატრებს შორის. სიმპტომატურია, რომ ამ პერიოდიდანვე მცირდება გამოქვეყნებული რეცენზიებისა და წერილების რაოდენობა (გამოხმაურების ნაკლებობა ვრცელდება არა მხოლოდ რეგიონული თეატრების სპექტაკლებსა და მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე), თეატრმცოდნეები დღემდე ვერ ახერხებენ საფუძვლიანად მიადევნონ თვალი რეგიონული თეატრების შემოქმედებით ცხოვრებას, რაც თავისთავად აფერხებს ანალიზისა და კვლევის აუცილებელ პროცესს.

SBN 978-9941-9881-4-1

Back to list