Publications

მსოფლიო თეატრის ისტორია XX საუკუნის მეორე ნახევარი (1945-2000) წიგნი V (2022)

„მსოფლიო თეატრის ისტორიის“ სახელმძღვანელოს გამოცემა ქართულ ენაზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018 წელს დაიწყო. I, II, III, IV ტომებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამეცნიერო ბაზა შეიქმნა. წინამდებარე სახელმძღვანელო – „მსოფლიო თეატრის ისტორია“ წიგნი V, ორ ნაწილად გამოიცა და ასახავს XX საუკუნის მეორე ნახევრის (1945-2000) მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს.

უამრავი მასალიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში შეძლებისდაგვარად გადმოცემულია დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აღმოსავლეთის ქვეყნების და ამერიკის თეატრების ისტორია, ეგზისტენციალიზმის ეპოქიდან დაწყებული პოსტმოდერნული და პოსტ პოსტ მოდერნული თეატრით დასრულებული.

სახელმძღვანელოს მიზანია ამ პერიოდის თეატრისა და დრამატურგიის არსობრივი მახასიათებლების, განვითარების, წამყვანი ტენდენციების, მნიშვნელოვანი ნიმუშებისა და მიმდინარობების, სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების, განმსაზღვრელი ნაწარმოებების, ასევე დადგმების, წარმომადგენლების (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები, მკვლევრები და ა.შ.) შესწავლა.

სახელმძღვანელოზე იმუშავა ავტორთა ჯგუფმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა.

შემდგენელ-რედაქტორი: მარინე (მაკა) ვასაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოტქორი, ასოცირებული პროფესორი

რედაქტორი: გიორგი (გია) ცქიტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოტქორი, ასოცირებული პროფესორი

რეცენზენტები: მაია კიკნაძე, თამარ ქუთათელაძე

ISBN 978-9941-9800-7-7

ISBN 978-9941-9800-9-1

Back to list