E-Books

პიტერ უორდის წიგნი “კადრის კომპოზიცია კინოსა და ტელევიზიაში” (2014)

Davit Gujabidze

უპირველეს ყოვლისა, კინო-ტელე საოპერატორო ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი შეიძლება საინტერესო იყოს მომავალი კინორეჟისორებისა და კინო-ტელე მხატვრებისთვისაც; წიგნში მოცემულია კადრის კომპოზიციური აგებისა და ფერითი გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული ტიპური პრინციპები, ერთი და რამდენიმე კამერით მუშაობის თავისებურებები. ვფიქრობთ, წიგნი დააინტერესებს კინომცოდნეებსაც და კინო-ტელე დრამატურგებსაც.

წიგნს ახლავს DVD დისკი, რომელზეც დატანილია ტექსტის შესატყვისი ფრაგმენტები ფილმებიდან, რომლებიც ქართველი სტუდენტებისათვის აუცილებელ თვალსაჩინოებად მივიჩნიეთ.

რამდენადაც სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა კინოსაოპერატორო სპეციალობისათვის ქართულ ენაზე პრაქტიკულად არ მოგვეპოვება, ხოლო მოცემული წიგნი უცხო ენიდან თარგმნის პირველი პრეცედენტია, გამორიცხული არაა სხვადასხვა ხარვეზი – განსაკუთრებით ტექნიკური ტერმინოლოგიის თვალსაზრისით. ქართული კინო-ტელე ტექნიკური ტერმინოლოგია დღეისათვის ჩამოყალიბებისა და დახვეწის აქტიურ ფაზაშია და საბოლოოდ ჯერაც არ ჩამოყალიბებულა, ანგარიშგასაწევია ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი პროგრესიც, ახალი აპარატურის და თუ ტექნოლოგიური პროცესების ქართული შესატყვისების შექმნის და დამკვიდრების პროცესი, რომელიც აგრეთვე ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ამიტომ, მკითხველებს ვთხოვთ, თავიანთი შენიშვნები და სურვილები მოგვაწოდონ მისამართზე datogujabidze@gmail.com, რათა ისინი გავითვალისწინოთ მომდევნო გამოცემებში.

გადმოწერა

Back to list