სახელმძღვანელო შედგენილია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდატების გათვალისწინებით და განკუთვნილია სოციალურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ხელოვნების მეცნიერებათა შემსწავლელი სტუდენტებისთვის.
სახელმძღვანელოში განხილულია:
• როგორ ტრანსფორმირდება ტელეკინოპროდუქცია მასობრივი მანიპულაციის საშუალებად;
• საზოგადოებაზე ზემოქმედების რა მეთოდები არსებობს მსოფლიოში და რა როლი უკავია კინოს და ტელევიზიას საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირების პროცესში;
• საზოგადოებრივ-პოლიტიკური მანიპულირების ტექ-ნოლოგიების საერთო მახასიათებლები ტელევიზიასა და კინემატოგრაფში;
• რა შედეგი მოაქვს პროპაგანდისტულ ტელე-კინოპროდუქციას საზოგადოებრივი აზროვნების დამკვიდრების პროცესში.
ამ ნაშრომშიც ისე, როგორც ყველა არსებულ სამეცნიერო პუბლიკაციასა თუ შრომაში, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, პროპაგანდის საშუალებით მოქალაქეებზე ზემოქმედებას ეხება, კინო, ტელევიზიასთან ერთად, განიხილება როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალება.
ISBN 978-9941-9401-9-4