Publications

მონოპიესები 2014-2015

კრებული დაიბეჭდა პროექტის – „მონოპიესების ფესტივალი“ ფარგლებში, რომელიც 2015 წელს განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაცია `Aრტ ჭაყ~-ს ორგანიზებით. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის – „თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“ და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

მონოპიესების ფესტივალის მიზანია:

_ ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;

_ შემოქმედ ახალგაზრდებს შორის თეატრის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება.

_ მონოსპექტაკლების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ხელშეწყობა;

2014 წელს ფესტივალის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, შეირჩნენ დრამატურგები, რომელთა მონოპიესა დადგეს მათ მიერვე შერჩეულმა რეჟისორებმა. პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქს წარმოადგენდნენ. სპექტაკლების ჩვენება ბათუმის დრამატურ თეატრში მიმდინარეობდა.

2015 წელს კი მონოსპექტაკლები ბათუმის სხვადასხვა ალტერნატიულ სივრცეში წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სულ 11 პიესა და ამდენივე სპექტაკლის დადგმა განხორციელდა.

ISBN 978-9941-9437-7-5

Back to list