საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კრებული.
წინამდებარე წიგნი უბრალო კრებული არ არის. ქართული სათეატრო განათლების ისტორიაა.
თეატრალურ ინსტიტუტში – უნივერსიტეტში მრავალი გამოჩენილი, გენიალური ადამიანი იღვწოდა. ახალგაზრდებმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოსულმა თაობებმა, უნდა იცოდნენ, ვის მხრებზე დგანან…
უნდა იცოდნენ იმ საგანმანათლებლო კერის ისტორია, რომლის დაარსებისთვის მრავალი წელი იბრძოდნენ ერის საუკეთესო შვილები.