Publications

ირინე აბესაძე – ეროვნული კულტურის ფაქტორი „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მოღვაწეობაში 1916-1932 წწ. (2021)

წინამდებარე ნაშრომი დამხმარე სახელმძღვანელოა. იგი განკუთვნილია, უპირველეს ყოვლისა, ახალი ქართული კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის, XIX ს. მიწურულიდან – XXს. 20-30 წწ. მონაკვეთში, ქართული სახვითი ხელოვნების პრობლემატიკისა და ქართულ კულტურულ სივრცეში სამხატვრო კრიტიკის ჩამოყალიბების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტობისათვის. ამავე დროს ნაშრომში წარმოჩენილია ეროვნული კულტურის იდეისადმი ერთგული საზოგადოებრივი გაერთიანებების, სახელოვნებო ინსტიტუციების დაარსებისა და მათი გარდაქმნის პერიპეტიები. მრავალი მხატვრის შესახებ მოტანილ ცნობათა – თვალის გადევნება კი, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს, შეივსონ ცოდნა მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში არსებულ ე.წ. „თეთრ ლაქათა~ ირგვლივ. წინამდებარე ნაშრომი საინტერესო იქნება, აგრეთვე, ქართული კულტურის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვისაც.

ISBN 978-9941-9717-4-7

Back to list