რომანი ფოტოგრაფიასთან, უკვე ცნობილია, როლან ბარტს ჰქონდა. როდესაც ფოტოგრაფიის და ბარტის კვალს დავადექი, აღმოვაჩინე, რომ რომანი ფოტოგრაფიასთან თითოეულ ჩვენგანს აქვს. მე ამ რომანის დეტალები მაინტერესებს. ამდენად, ჩემი ტექსტი დეტექტივია. დეტექტივი, სამეცნიერო-ისტორიული დეტალებით…
რატომ შეგვიყვარდა დედამიწაზე მცხოვრებ შვიდ მილიარდს (ან უკვე უფრო მეტს) ერთი ფოტოგრაფია? რატომ ფოტოგრაფია და არა ხელოვნების რომელიმე სხვა დარგი? რით და რატომ გვხიბლავს ასე ძალიან დროისა და გამოსახულების დაფიქსირების იდეა და შესაძლებლობა? რატომ არის ეს რომანი ასეთი ხანგრძლივი და მტკიცე? და როდემდე გვეყვარება ამ საოცრად სწრაფადცვალებად სამყაროში ასე ძალიან ერთმანეთი – ჩვენ და ფოტოგრაფიას? მოკლედ, საკვლევი იმდენია, შესაძლოა, დეტექტივის მთელი სერიის დაწერა გახდეს საჭირო. ახლა კი, ამ სერიიდან პირველი – სამეცნიერო დეტექტივი: ფოტოგრაფია, როგორც სურვილი.
ISBN 978-9941-9717-5-4