Publications

მარიკა წულაძე – მიხეილ თუმანიშვილის რეჟისურა სარეპეტიციო ჩანაწერების თანხლებით (2017)

ეს ნაშრომი არის შეძლებისდაგვარი ცდა სისტემურად წარმოვაჩინო მ. თუმანიშვილის თეორიული შეხედულებები, გამოვკვეთო და გამოვაცალკეო ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ამ რეჟისორისთვის. მათზე ხელოვანს ჩამოყალიბებული ჰქონდა მოსაზრებები, გააჩნდა პრობლემების გადაწყვეტის თავისი ორიგინალური გზები. ყველაფერი ეს კი, გაკეთდეს რეჟისორის პრაქტიკული მოღვაწეობის ანალიზის ფონზე და მისი გათვალისწინებით.

ჩემი ამოცანაა, მ. თუმანიშვილის შემოქმედებითი გზის გაანალიზებით, საუკეთესო სპექტაკლების გააზრებით, წარმოჩნდეს მ. თუმანიშვილის მსოფლმხედველობა; შემდეგ, მისი თეორიული შეხედულებებიდან გამომდინარე, გამოვიკვლიო რეჟისორის ავტორისადმი დამოკიდებულება; დრამატურგიიდან წამოჭრილი პრობლემების მისეული გადაწყვეტა, მსახიობის ხელოვნების მტკივნეულ საკითხთა გადაწყვეტა, მისი მსახიობის იდეალი და ბოლოს, წარმატებული სპექტაკლებიდან, ამ რეჟისორის ფანტაზიის, ინდივიდუალობის, სპექტაკლების სტილისტიკის წარმოჩენა. (მ. წულაძე)

ISBN 978-9941-9522-7-2

Back to list