ეუჯინიო ბარბას რედაქტორობით
პიტერ ბრუკის წინასიტყვაობით
ეჟი გროტოვსკი მუშაობის პირველ პერიოდში (რომელიც დაახლ.1970 წელს მთავრდება) გვთავაზობს სრულიად განსაკუთრებულ მიდგომას თეატრალური ხელოვნებისადმი, რასაც “ღარიბ ბთეატრს” უწოდებს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული მთელი მისი ყურადღება მეთოდოლოგიაზე გადადის. პრაქტიკული ექსპერიმენტების საშუალებით იგი ცდილობს პასუხი გასცეს მის მიერვე დასმულ კითხვებს: რა არის თეატრი? რა არის მასში უნიკალური? რა შეუძლია თეატრს, რაც ფილმსა და ტელევიზიას არ შეუძლია? ამ ძიების შედეგად, გროტოვსკის სიტყვებით, ორი კონცეფცია იკვეთება: ღარიბი თეატრი და წარმოდგენა, როგორც ტრანსგრესიის, მკრეხელობის აქტი. ღარიბი თეატრის კონცეფციას გროტოვსკი შემდეგნაირად განმარტავდა: “ყოველგვარი ზედმეტის თანდათანობითი გაცხრილვის საშუალებით, აღმოვაჩინეთ, რომ თატრს შეუძლია იარსებოს გრიმის, კოსტიუმისა და დეკორაციის, ცალკე საშემსრულებლო სივრცის (სცენის), განათებისა და ხმის ეფექტების გარეშე და ა.შ., თუმცა მას არ შეუძლია იარსებოს მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობის – მათ შორის ცხადი, უშუალო “ცოცხალი” კავშირისი გარეშე.
მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე
რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ანა კვინიკაძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე
საგამომცემლო პროექტის ავტორი: ანა კვინიკაძე
კორექტორი: მანანა სანადირაძე
წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.
ISBN 978-9941-9800-8-4