წიგნი მონოგრაფიული ნარკვევია ბერტოლტ ბრეჰტის (1898-1956) „ეპიკურ“ დრამასა და თეატრზე. პირველწყაროებისა და საარქივო მასალების საფუძველზე, აგრეთვე ვრცელი მეცნიერული ლიტერატურის გამოყენებით განხილულია ბრეჰტის პიესები და ლიტერატურულესთეტიკური შრომები. გაანალიზებულია ბრეჰტის თეატრალური მოღვაწეობა და „ბერლინერ ანსამბლის“ შემოქმედებითი პრაქტიკა.
ყურადღების ცენტრშია „ეპიკური“ დრამისა და თეატრის იდეურმხატვრული თავისებურებანი, დრამის „დრამატული“ და „ეპიკური“ ფორმები, „არისტოტელური“ და „არაარისტოტელური“ თეატრი, „გაუცხოება“ (Verfremdung), როგორც ბრეჰტის დრამის ესთეტიკური საფუძველი, ბრეჰტის ბრძოლა რეალიზმისათვის დრამასა და თეატრში.
წიგნში ნაჩვენებია ბრეჰტის „ეპიკური“ დრამისა და თეატრის ადგილი XX საუკუნის რეალისტური ხელოვნების ისტორიაში. იგი განკუთვნილია თეატრისა და დრამის ისტორიით დაინტერესებულ სპეციალისტთა ფართო წრეებისათვის, აგრეთვე ფილოლოგიურ და თეატრალურ სპეციალობებზე მოსწავლე ახალგაზრდობასთვის.
რედაქტორი – ხათუნა ჭარხალაშვილი
კორექტორი – მანანა სანადირაძე
დიზაინი და დაკაბადონება – ეკატერინე ოქროპირიძე
მეორე გამოცემა
ISBN 978-9941-9830-0-9